ტოკიოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ტოკიოში 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, მიწისქვეშა ბიძგები, იაპონიის სხვა პრეფექტურებშიც იგრძნობოდა.
ქვეყნის ცენტრალურ მეტეოროლოგიურ სამმართველოში განაცხადეს, რომ ბიძგების ეპიცენტრი, 40 კმ სიღრმეში იყო.
ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა, ასევე ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ გავრცელებულა ინფორმაცია.