მსახიობი კირკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი კირკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია მისმა შვილმა, მაიკლ დუგლასმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
60-წლიანი კარიერის განმავლობაში კირკ დუგლასმა 80-ზე მეტ კინოსურათში ითამაშა.
მსახიობი ცნობილია თავისი კინოგმირებით, რომლებიც ფილმებში „სპარტაკსა” და „ჩემპიონში” ითამაშა. ამერიკის კინოაკადემიამ 1996 წელს დუგლასს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო „ოსკარი“ გადასცა.
კირკ დუგლასი ორჯერ იყო დაქორწინებული, მას 4 შვილი ჰყავს.  კირკის მსგავსად, კინემატოგრაფიაში წარმატებას მისმა ორმა შვილმა – მაიკლ დუგლასმა და ერიკ დუგლასმა მიაღწიეს.

 

 

 

 

ფოტო: www. people.com

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები