საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კინოჟურნალის მთავარი რედაქტორის შესარჩევი პროცესი დასრულდა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კინოჟურნალის მთავარი რედაქტორის შესარჩევი პროცესი დასრულდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა კანდიდატებმა:
ალექსანდრე გაბელიამ და ნინი შველიძემ, თინათინ ბაღაშვილმა, გიორგი რაზმაძემ, თეო ხატიაშვილმა
და ნინო ძანძავამ, ირინე ჟორდანიამ, ლევან გელაშვილმა.
31 იანვარს გასაუბრება გაირეს თეო ხატიაშვილმა და ნინო ძანძავამ, გიორგი რაზმაძემ,
ალექსანდრე გაბელიამ და ნინი შველიძემ.
გასაუბრების შედეგად გაიმარჯვა თეო ხატიაშვილისა და ნინო ძანძავას მიერ წარმოდგენილმა
პროექტმა, შესაბამისად, კინოჟურნალის მთავარი რედაქტორების პოზიციაზე დამტკიცდნენ – თეო
ხატიაშვილი და ნინო ძანძავა.
კინოცენტრი მადლობას უხდის ავტორებს მონაწილეობისთვის და ულოცავს თეო ხატიაშვილს
და ნინო ძანძავას გამარჯვებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები