საპროკურორო საბჭომ კანდიდატთა ოთხეული გამოავლინა – მათ შორის ირაკლი შოთაძეა
საპროკურორო საბჭომ დღეს გენერალური პროკურორის ვაკანტურ პოსტზე 4 კანდიდატი – ირაკლი შოთაძე, დარიკო თორდია, სოფიკო შენგელია და ვალერიან ვაჭარაძე გამოავლინა, საიდანაც სამს ხვალ შეარჩევს.
შემდეგ სხდომაზე ასევე ფარული კენჭისყრით ის კანდიდატი გამოვლინდება, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.
დღევანდელი ფარული კენჭისყრისას ყველაზე მეტი ხმა ირაკლი შოთაძემ მიიღო.