სიღნაღის მუნიციპალიტეტში მუშა ხევში გადავარდა
სოფელ ანაგაში, ხევში გაწმენდითი სამუშაოების დროს ერთი მუშა დაშავდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” მერის წარმომადგენელმა სოფელ ანაგაში,ზაქარია ალხანაშვილმა განუცხადა, შემთხვევა გუშინ იმ დროს მოხდა, როცა სამუშაოები დასრულებული იყო და მამაკაცი ტექნიკის წაღებას ცდილობდა.
-“სამუშაოები 2 დღის მორჩენილი იყო, ტრაქტორის გაყვანას ცდილობდა, რა დროსაც ხევში გადავარდა. მუნიციპალიტეტის ბრალეულობა აქ არაფერ შუაშია”,- განაცხადა ალხანაშვილმა.
სოფლის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის თქმით, მამაკაცს ფეხები ჰქონდა დამტვრეული და კონტაქტური იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული თავდაპირველად წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი რეანომობილით – თბილისში.
ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.