გიორგი კეკელიძესთან შეხვედრა გაიმართება

7 თებერვალს, 20:00 საათზე, „ათონის დარბაზს“ პოეტი და პროზაიკოსი, არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გიორგი კეკელიძე ესტუმრება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრის თემაა: ,,წიგნი და წიგნიერება”.
გიორგი კეკელიძე არის კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი.

მისამართი: ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. 14 (ჯვართამაღლების ტაძრის ეზო).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები