“ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა” – ანდრია ჯაღმაიძე მკვლელობაზე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე მარტყოფის მონასტერში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, მონასტერს შეფარებულმა ერთ-ერთმა ფსიქიურად დაავადებულმა პირმა, მოკლა მეორე და მონასტრიდან გაიქცა.

“როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან”,-წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

​შეგახსენებთ, რომ მარტყოფში მდებარე ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა. “კვირას” ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის ცხედარი ეკლესიის კელიაში იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

​შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები