თელავში წინგის კითხვის საერთაშორისო დღე ისტორიულ მუზეუმში აღინიშნა

წიგნის საერთაშორისო დღეს კახეთიც შეუერთდა. თელავის ისტორიულ მუზეუმში ღონისძიებები 14:00 საათიდან დაიწყო.
თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეფე ერეკლე მეორის ცხოვრებაზე ხალხური და ისტორიული ეპიზოდები წაიკითხეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის მნიშვნელობაზე მუზეუმის დირექტორმა ისაუბრა. გურამ ურჩუხიშვილის თქმით, წიგნს ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი უკავია და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აკავშირებს.
“წიგნის კითხვის დროს ადამიანი პერსონაჟების სახეებს და ტიპაჟებს თვითონ ქმნის და შეიძლება ითქვას,რომ ნახევრად მონაწილეა ამ ყველაფრის და ამიტომ არის,რომ წიგნის შთაბეჭდილება გაუნელებელია და სწორედ რომ მნიშვნელოვანია ასეთი დღეს მსგავსი ღონისძიებების გამართვა ” – განმარტა ურჩუხიშვილმა.
ღონისძიებაზე მწერალი ლაშა ბუღაძეც იყო მიწვეული. მან პროექტის “ევროპა საქართველოს ტრადიციული არჩევანია” ფარგლებში ევროპისა და საქართველოს ისტორიულ კავშირზე ისაუბრა.
“ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოსა და ევროპის შინაარსობრივ ღირებულებით და ისტორიულ კავშირზე.ეს ძალიან ფართო თემაა,მაგრამ საკმაოდ კონკრეტული ხრება ხოლმე საუბრების და დისკუსიების დროს.თელავიდან ყოველთვის მოდიოდა და მოდის ძალიან დიდი მუხტი,რომელიც არის ძალიან ქართული და ფუნქციური ყველა კუთხით,კულტურული,მენტალური თუ საზოგადოებრივი კუთხით”- აღნიშნა ლაშა ბუღაძემ.

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა კი 31 მილიონამდე აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები