ტექნიკურ უნივერსიტეტში ნანა ხაზარაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნება

4 თებერვალს, 15:00 საათზე, ტექნიკური უნვერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში,  ცნობილი ისტორიკოსის, ღირსების ორდენისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, აკადემიკოს ნანა ხაზარაძის დაბადებიდან 89 წლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს, აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე, 1990 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ისტორიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ფლობდა გიორგი მელიქიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილისა და სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემიებს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიკოს ნანა ხაზარაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნება.
აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე 2019 წლის 3 თებერვალს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები