თურქეთში გზაზე ზვავი ჩამოწვა – 5 ადამიანია დაღუპული, არიან დაკარგულებიც

თურქეთში, ვანის პროვინციაში გზაზე ზვავი ჩამოწვა, რომლის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაკარგულად ითვლება.

Hurriyet-ის ინფორმაციით, სამძებრო ოპერაციის შედეგად, შვიდი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

მედიის ინფორმაციით, თოვლის ტალღამ მიკროავტობუსი და თოვლის გამწმენდი მანქანა დაფარა.

თოვლის გამწმენდი მანქანის მძღოლი, თოვლის საფარის ქვეშ 25 წუთის განმავლობაში იყო, სანამ მინის ჩამტვრევის შედეგად გამოსვლა მოახერხა.

სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები