„ცოტას გინახავთ ბავშვის თვალები, რომელსაც მკვდარი ოცნებების ფერი დაჰკრავს?“

ბავშვების შიმშილობის თემას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ეხმიანება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
„საქართველოში ბავშვები შიმშილობენ. შიმშილობენ წლებია. ჩვენც ვშიმშილობდით და სხვებიც ჩვენ შემდეგ და იმის შემდეგ. და შიმშილობენ ახლა! რადგან შიმშილის მოკვლა მხოლოდ გამხმარი პურით კუჭის დამშვიდება არ არის, არც მასზე ნასესხები ფულით კარაქის წასმაა შიმშილის მოკვლა. არც ნაჩუქარი ნაყინი და შოკოლადით პირის გასველება გემოს მძაფრი დამახსოვრებით – ხვალინდელი უნაყინო დღისთვის.
ცოტას გინახავთ ბავშვის თვალები, რომელსაც მკვდარი ოცნებების ფერი დაჰკრავს? ეს არის ყველაზე საშინელი ფერი და ეს ფერი უდრის უამრავ „არას“ ცხოვრებისგან. ყოველდღიურ და სასტიკ – „არას“. და ამ „არას“ ვეუბნებით ჩვენ, ადამიანები, რომლებმაც კარგად ვისწავლეთ მათი თვალებისთვის თვალის არიდება“, – წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები