ზუგდიდში კომპანია “სილქნეტის” კუთვნილი ავტომობილი მდინარეში ჩავარდა

ზუგდიდში, კომპანია “სილქნეტის” კუთვნილი ავტომანქანა მდინარე ჩხოუშიაში ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, პიკაპის ტიპის ავტომობილი სავარაუდოდ, დაგორდა, ხოლო ძლიერმა დინებამ ის მდინარის სიღრმეში შეათრია.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის და სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ამ წუთებში მანქანა მდინარიდან ამოაქვთ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები