„სამწუხაროა, რომ ლობისტურ კომპანიებზე იხარჯება ფული იმისათვის, რომ არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოხდეს ბრძოლა“

ძალიან სამწუხაროა, რომ ლობისტურ კომპანიებზე იხარჯება ფული იმისათვის, რომ არა ხელისუფელბის წინააღმდეგ მოხდეს რეალურად ბრძოლა, არამედ მთლიანად სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

ნიკოლეიშვილი ბოლო პერიოდში კონგრესმენების მიერ გავრცელებულ წერილებსაც გამოეხმაურა.

„დავიწყოთ იქიდან, რომ კონგრესმენების წერილები, რომლებიც გამოიგზავნა საქართველოში, რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა იყოს განხილული ხელისუფლების მიერ, თუნდაც აბსოლუტურად აბსურდული რამე ეწეროს იქ. უნდა ამოვიკითხოთ ყველაფერი, რა წერია, როგორ წერია და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ. სამწუხარო რეალობასთან გავქვს საქმე, როცა ამ წერილების შინაარსი შეგვიძლია, დავყოთ რამდენიმე ნაწილად. ერთი ჯგუფი პირდაპირ დაკავშირებულია ერთერთ ფირმასთან, „ფრონტერასთან“. მათ აქვთ ლობისტური ინტერესები ამ ფირმის მიმართ.

მოდით, განვიხილოთ, რის შედეგად იწერება ასეთი ტიპის წერილები. კონგრესმენები არიან საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, მათ ინფორმაციაზე წვდომის რამდენიმე რესურსი გააჩნიათ,მათ ოფიციალურ ინფორმაციებზე შეუძლიათ დაყრდნობა, ასევე იმ ინფორმაციებზე, რომელთაც მათ გარკვეული პირები აწვდიან. ოფიციალურ ინფორმაციებს თუ შევხედავთ , ვიღებთ აბსოლუტურად სხვა სურათს: როცა სახელმწიფო დეპარტამენტი და მთლიანად ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ხელისუფლება საკმაოდ დადებითად და კარგად აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. გვრჩება მეორე ვარიანტი, კერძო პირებისგან მიწოდებული ინფორმაცია, ცხადია ამ ინფორმაციას აწვდიან გარკვეული ოპოზიციური ძალები.

თუ კი აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლები დადებითად აფასებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მაშინ რასთან გვაქვს საქმე?როგორ შეიძლება ასეთი კრიტიკული სახის იყოს წერილები , რომლებიც დაწერილია გარკვეული კონგრესმენების მიერ? ე.ი. პირად ინტერესებზე გადავდივართ, ხომ?“- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მან „ნაციონალური მოძრაობისა“ და ლობისტური კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ შორის დადებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.

„ასევე საყურადღებოა და გუშინდელმა დღემაც ბიძგი მისცა სერიოზულ ეჭვებს იმაზე, რომ ვიცით ლობისტური კომპანიები სამკაოდ სერიოზულად მუშობენ, ეს კანონით დაშვებული საქმიანობაა . საყურადღებაოა, რომ ძალიან დიდი ფული იხარჯება ლობისტური კომპანიების ფინანსურ უზრუნველყოფაში და პირადად ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ უზარმაზარი ფული იხარჯება იმაში რომ კერძო, ვიღაცის ინტერსს მოხმარდეს. მეორე, ძალიან მარტივი მტკიცებულება იმისა, რაც გაჟღერდა გუშინ , „ორიონ სტრატეჯისთან“ მიმართებაში, რომ დამოუკდიებელი ექსპერტის სახელი და გვარი გაჟღერდა , როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სახედ, ამის შემდეგ ვნახეთ, რომ ბათუ ქუთელიამ ეს უარყო , კომპანიამაც მოიხადა ბოდიში. მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ტრაგი-კომედიასთან გვაქვს საქმე. პირველი, რომ ასეთ სერიოზულ ლობისტურ კომპანიებს , როგორიცაა „ორიონ სტრატეჯი“ , ასეთი შეცდომები, ასე ადვილად არ ეპარება , მიუხედავად იმისა, რომ ვიგულისხმოთ, ადამიანები ვართ და ყველას შეიძლება რაღაც შეცდომა მოგვივიდეს. მერე: თუ ასეთი შეცდომები ეპარებათ, რამდენად სანდო იქნება მათი საქმინობა და შეფასებები. მესამე: მაინც ჩანს გარკვეული კავშირები, გარკვეულ დაინეტერესებულ პირებთან. ძალიან სამწუხაროა, რომ ლობისტურ კომპანიებზე იხარჯება ფული იმისათვის, რომ არა ხელისუფლების წინააღმდეგ მოხდეს ბრძოლა რეალურად, არამედ მთლიანდ სახელმწიფოს წინააღმდეგ. წამით წარმოვიდგინოთ: ის კრიტიკა, რაც აღნიშნულია ამ წერილებში, ექვემდებარება გარკვეულ სიმართლეს, ან ექვემდებარება იმას,რ ომ მართლაც კონგრესმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და გარკვეული სანქციები დაწესდეს. მარაგმ, დაწესდეს სანქციები არა ცალკეული პირების მიმართ, არამედ საქართველოს მიმართ. მაშინ ვინ ზარალდება? რა პასუხს ვაძლევთ მოსახლეობას?
მეორე მხრივ ვხედავთ, როგორი დაინტერესება აქვს შერთებულ შტატებს საქართველოს მიმართ, როგორც ერთერთი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ. სამწუხაროა, რომ კონგრესმენების გარკვეულ ნაწილს არ ესმის, რომ სტარტეგიულ პარტნირებს ასე, წერილებით არ ესაუბრებიან. არსებობს ოფიციალური ფორმატები . ძალიან კარგია, რომ იგეგმება პარლამენტის თავმჯდოამრის და საპარლემნტი დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში. ეს არ იქნება ვიზიტი, სადაც თავის მართლება უნდა დავიწყოთ. უბრალოდ ჩვენ უნდა მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია.

ამის შემდეგ, საქართველოს ატლანტიკურმა საბჭომ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ პრეზიდენტის, რენდი შენემანის განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბათუ ქუთელია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტის განყოფილებაში შეტანილ განცხადებაში საკონტაქტო პირად შეცდომით იყო მითითებული.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები