ეკა ბესელია ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე: არ ვიცი, რა გაკეთდა იმისთვის, რომ ეს უბედურება ყოფილიყო თავიდან აცილებული

არ ვიცი, სად იყო ადგილობრივი ხელისუფლება და სოციალური მუშაკები, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია პლენარულ სხდომაზე ბაღდათში მომხდარ ხანძარს, რასაც ექვსი ადამიანის, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბესელიას თქმით, მან არ იცის აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად რა გაკეთდა.

“არ ვიცი, სად იყო სოციალური სამსახური, რომლის რეფორმის დაანონსება და მიღება მოხდა პარლამენტში. არ ვიცი იმ ოჯახს სოციალური დახმარება რატომ ჰქონდა შეჩერებული, არ ვიცი, სად იყო ადგილობრივი ხელისუფლება და სოციალური მუშაკები. არ ვიცი, რა გაკეთდა იმისთვის, რომ ეს უბედურება ყოფილიყო თავიდან აცილებული”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები