“ნაცმოძრაობას” სურს, რომ არასამთავრობო ობიექტურ ორგანიზაციებად ის ადამიანები წარმოადგინოს, ვინც უშუალოდ მისი პოლიტიკური ინტერესების გამტარებელია”
მათ სურთ, რომ არასამთავრობო ობიექტურ ორგანიზაციებად წარმოადგინონ ის ადამიანები და ორგანიზაციები, ვინც სინამდვილეში უშუალოდ “ნაციონალურ მოძრაობის” პოლიტიკური ინტერესების გამტარებლები არიან, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი მანიპულაციები არასოდეს არ დაიმალება.
“სურთ, რომ არასამთავრობო ობიექტურ ორგანიზაციებად წარმოადგინონ ის ადამიანები და ორგანიზაციები, ვინც სინამდვილეში უშუალოდ “ნაციონალურ მოძრაობის” პოლიტიკური ინტერესების გამტარებლები არიან. ცხადია, მსგავსი მანიპულაციები არასოდეს არ დაიმალება. ჩვენი საზოგადოება ისედაც გრძნობს და ცნობს ყველას ვინ ვინ არის და ყოველთვის მსგავსი ქმედებები აშკარა გახდება”,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “ნაციონალურ მოძრაობასა” და ერთ-ერთ ლობისტურ კომპანიას შორის დადებული კონტრაქტის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მდინარაძის თქმით, კონტრაქტი, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლად ბათუ ქუთელიაა წარდგენილი, კიდევ ერთი სისტემური მანიპულაციაა.