“ხვალიდან, ლუგარის ლაბორატორიას კორონავირუსის შტამის გამოსავლენი ტესტი ექნება”

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ხვალიდან, ლუგარის ლაბორატორიას კორონავირუსის შტამის გამოსავლენი ტესტი ექნება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე განმარტებით, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეყანათა რიცხვში შედის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები