“უხანიდან საფრანგეთში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს პირველადი მონაცემებით, კორონავირუსის სიმპტომები არ გამოუვლინდათ”

​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ქალაქ უხანიდან საფრანგეთში ევაკუირებული საქართველოს ორ მოქალაქეს პირველადი მონაცემებით, კორონავირუსის სიმპტომები არ გამოუვლინდათ.

“გუშინ ქალაქ უხანიდან საფრანგეთში საქართველოს ორი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი ამ ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთ დაწესებულებაში იმყოფებიან, სადაც სამედიცინო დაკვირვებას ორი კვირის განმავლობაში საკარანტინო რეჟიმში გაივლიან. პირველადი მონაცემებით, მათ ჩინეთში, ბორტზე ასვლამდე და საფრანგეთში ჩასვლისთანავე სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდათ და ამ დროისთვის, კორონავირუსის რაიმე სიმპტომი არ გამოვლენილა”,- განაცხადა კონსტანტინიდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები