რუსეთიდან უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების დეპორტაცია მოხდება, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდებათ
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა, კორონავირუსთან ბრძოლის გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით, ქვეყნიდან უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების გაძევება მოხდება, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდებათ.
მიშუსტინის თქმით, რუსეთში დაავადების გავრცელების არიდებისთვის ყველა საჭირო მედიკამენტი და დაცვის საშუალებები არსებობს.
მისივე თქმით, რუსეთი ჩინეთში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის.
2 თებერვალს მიშუსტინმა დადგენილება დაამტკიცა, რომლის მიხედვით ჩინეთის კორონავირუსი შიდს და ჭირს უტოლდება.