ბათუმში ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გვამი ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ლევან სამხარაულის ექსპერტიზაზე გადაიყვანა. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.