საქართველოს მთავრობამ ლობისტურ კომპანია “Chartwell Strategy Group”-თან თანამშრომლობა განაახლა
საქართველოს მთავრობამ ლობისტურ კომპანია “Chartwell Strategy Group”-თან თანამშრომლობა განაახლა.
ლობისტური კომპანია საქართველოს მთავრობას კონგრესთან და ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში, პოლიტიკური მხარდაჭერის მისაღებად დაეხმარება. ასევე, საქართველოს უსაფრთხოების სფეროში შტატების მხარდაჭერის გაძლიერებაზე იმუშავებს.
ლობისტური ხელშეკრულება პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მოზიდვისა და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებას ითვალისწინებს. კომპანია საქართველოს მთავრობას როგორც ამერიკულ, ისე საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობაში დაეხმარება.
ხელშეკრულების ასლი აშშ-ს იუსტიციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.