პაატა იმნაძე: ყველამ ნერვები დაიწყნაროს, ვისაც ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა

„პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს, იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც ასე ვთქვათ, ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა. ამიტომ ვთხოვ ყველას, ნერვები დაიწყნაროს”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოება ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებს.
“ყველაფერი, რაც საჭიროა, ზუსტი ინფორმაცია ჩვენგან ყოველთვის გექნებათ. ჩვენი მოქალაქეები ძალიან შეგნებულები არიან, ვინც კი ჩინეთში იყო, ვთქვათ, ორი კვირა კი არა, უფრო მეტი ხნის მანძილზეც, ისინი მიდიან ექიმებთან, რათა დარწმუნდნენ, რომ ჯანმრთელები არიან. პრობლემა არ არის, თუ იქნება შემოსული ასეთი პირი, მას გაეწევა ყველანაირი დახმარება, იქნება შესაბამისად იზოლირებული. ასე რომ, ჩვენ ყველამ გავაგრძელოთ ჩვენი ნორმალური ცხოვრება და მივყვეთ რეკომენდაციებს, რომელიც ყველა ეტაპზე სიტუაციის შესაბამისი იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები