ღორჯომის თემის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ, აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ჯამბულ ხოზრევანიძემ და აგრო სერვისცენტრის დირექტორმა, გოჩა ბერიძემ ღორჯომის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
​ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფერმერებსა და აგრომეწარმეებს ინფორმაცია “ხორცისა და ხორც-პროდუქტების წარმოების ხელშეწყობა” პროგრამის ამოქმედების შესახებ მიეწოდათ, რომელსაც მიმდინარე წლიდან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი ახორციელებს. შეხვედრაზე საუბარი სახელმწიფო უწყებების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა პროგრამებსაც შეეხო.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც, ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. ადგილობრივებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ყველა ის პროგრამა რომლსაც სახელმწიფო უწყებები ახორციელებს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.
“ჩვენი მთავარი მიზანია სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი სხვადასხვა პროგრამების და პროექტების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მივიტანოთ მოსახლეობამდე და ასევე, მათი საჭიროებების შესაბამისად დავგეგმოთ მომდევნო პრიორიტეტები“,- აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები