როგორ უნდა რეგულირდებოდეს აზარტული თამაშები – „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებლის რეკომენდაციები

როგორ უნდა რეგულირდებოდეს აზარტული თამაშები? როგორია თამაშებში მოქალაქეთა ჩართულობა და რა პრობლემები იკვეთება ამ მხრივ – აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებლმა გუგა ბესელიამ ისაუბრა.

ბესელია მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშების რეგულირების მიმართულებით უმნიშვნელოვანესია, ონლაინსამორინეებში მოთამაშეთა რეგისტარცია გამკაცრდეს, აიწიოს ასაკობრივი ზღვარი და აიკრძალოს რეკლამა.

„ნებისმიერი რეგულაცია უნდა განხორციელდეს გარკვეული კვლევის საფუძველზე იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ის გვერდითი მოვლენები, რომელიც რეგულირების შედეგად შესაძლებელია, გამოვლინდეს. მით უმეტეს, სათამაშო ბიზნესის მიმართულებით განსაკუთერბით სენსიტიურია ეს საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ საუბარია მოზარდებზე, ზოგადად ფსიქიკაზე და ა.შ.
იმ კვლევებზე დაყრდნობით, რაც არსებობს, ჩვენს ორგანიზაციას ასეთი ხედვა აქვს: პირველ რიგში, ონლაინსამორინეებში რეგისტარციის გამკაცრება უნდა მოხდეს. ეს ძალიან მარტივად მიიღწევა, აღნიშნული საკითხი სამოქალაქო რეესტრთან გავლილი გვაქვს. ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თბილისში მოზარდების 48 % -ს აქვს შეხება სათამაშო ბიზნესთან. ეს ძალიან მძიმე მონაცემებია. ამის ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორი არის ის, რომ ონლაინსამორინეებში რეგისტარციის საკითხი ძალიან ქაოტურია. ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, შეუძლია დარეგისტრირება საკუთარი პირადი ნომრით. ჩვენ გადავწყვიტეთ, მიგვემართა სამოქალაქო რეესტრისთვის. სამოქალაქო რეესტრის ჩართულობით მარტივად იქნება შესაძლებელი გაფილტვრა, ადამიანი სრულწლოვანია, თუ არაა სრულწლოვანი. თუ სამოქალაქეო რეესტრი შევა თავისი სერვისებით ონლაინსამორინეში ,გამოირიცხება არარსებული პირადი ნომრის ქვეშ გახსნილი „ექაუნთების“ ფუნქციონირება და გამოირიცხება ის, რომ არასრულწოლოვანი დარეგისტრირდება საკუთარი პირადი ნომრით. ჩვენ ვაბობთ, რომ სამოქალაქო რეესტრთან ერთად აუცილებელია მსოფლიოში აპრობირებული იდენთიფიკაციის მეთოდების დანერგვა, რაც გულისხმობს ფოტოსურათის გადაღებას. ამ 2 ცვლილებით ჩვენ, ფაქტობრივად ,გამოვრციხავთ მოზარდების ჩართულობას . სამოქალაქო რეესტრმა დაგვიდასტურა მზაობა პროექტში მონაწილეობისთვის . თითოეული იუზერის გადამოწმება სათამაშო ბიზნესს 1 თეთრი დაუჯდება.
მეორე პუნქტია ასაკობრივი ზღვრის აწევა, ონლაინსამორინეში ქვედა ასაკობრივი ზღვარია 18 წელი, ხოლო სახმელეთო სამორინეში 21 წელი. გაუგებარია, რატომაა ასეთი განსხვავება. ასაკობრივი ზღვარი ასაწევია და მინიმუმ გასათანაბრებელია 21 წლამდე. რეკომენდაციას გავუწევდი, რომ 25 წლიან ასაკობრივ ზღვარს, 25 წლის ადამიანის ფსიქიკა ისეთი მყიფე და მოწყვლადი არ არის.

მესამე პუნქტია რეკლამის აკრძალვა: ეს აუცილებელია, რადგან როცა კვლევა ჩავატარეთ მოზარდებთან მიმართებაში, აღმოჩნდა, რომ რეკლამას დიდი მნიშვენლობა აქვს თამაშებში მათი ჩართულობის კუთხით“, – განაცხადა გუგა ბესელიამ.

ბესელიამ იმ ნიშნებზეც ისაუბრა, რაც აჩვენებს რომ მოზარდი აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული.
„ჩვენს გუნდში არიან ფსიქოლოგები, მათგან მაქვს ეს ინფორმაცია და შემიძლია ვისაუბრო ამის შესახებ. გემბლინგი გულისხმობს იმას, რომ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადამიანის ფსიქიკაში იქმნება პარალელური სამყარო, რომელსაც გემბლინგის სამყარო ჰქვია. გარკვეული დროის შემდეგ, რეალური სამყაროდან გემბლინგის სამყაროში ხდება ადამიანის გადასვლა. თავიდან, პირობითად, თუ 10 % -ით არის გემბლინგის სამყაროში და 90 %-ით რელაურში, ლუდომანიის ბოლო სტატიაზე, ფაქტობრივად, ადამიანი რეალურ სამყაროში არსებობს, ხოლო გემბლინგის სამყაროში ცხოვრობს. გემბლინგის სამყარო ადამიანისგან მოითოხოვს დიდ ემოციებს, ფინანსებს, დიდ ფსიქიკურ დატვირთვას. როცა მშობელი ატყობს, რომ მისი შვილი იცვლება, მისთვის ბევრი რამ უინტერსო ხდება, სწავლას ვეღარ უდებს გულს, სულ რაღაც ფიქრებშია, ეს მიანიშნებს, რომ გარკვეული ადიქციური პრობლემები აქვს მოზარდს“, – განაცხადა ბესელიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები