ამირან გამყრელიძე – ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს არც ერთი სახის ვირუსი არ დაუდასტურდათ
ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს ორ მოქალაქეს არც ერთი სახის ვირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, ორივე მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ორ ჩვენ თანამემამულეს, რომლებიც შემოვიდნენ ჩინეთიდან სხვადასხვა გზებით, ერთმა თავისით მიმართა საავადმყოფოს და ერთი მომატებული ტემპერატურის გამო აეროპორტიდან გადაიყვანეს ინფექციურში, გრიპზე სწრაფი ტესტი ჩაუტარდათ, შედეგი აღმოჩნდა ნეგატიური, ანუ გრიპი არ იყო. გუშინ საღამოსთვის მათი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.