ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: მინდა მივმართო მოსახლეობას, ნუ მივეცემით პანიკას, არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება
მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას ნუ მივეცემით პანიკას, აჟიოტაჟს,- ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ინფექციის თავიდან ასაცილებლად, საზღვრების მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
“მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას ნუ მივეცემით პანიკას, აჟიოტაჟს. არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება. ზედდებაა გრიპის სეზონის, ამიტომ გრიპის სიმპტომები მსგავსია იმ სიმპტომებისა, რომელსაც ეს დაავადება იწვევს და რომელიც საქართველოში არ გახლავთ. თუმცა, ქვეყანა მზადყოფნის რეჟიმშია თუ გაჩნდა ამ ტიპის დაავადება, დაუყოვნებლივი რეაგირება იქნება. საავადმყოფოები მზადყოფნაშია, ყველანაირი მედიკამენტური საშუალება არსებობს, რომ ამ ტიპის ადამიანებს სამედიცინო დახმარება გაეწიოთ. საზღვრების მუდმივ რეჟიმში მონიტორინგი მიმდინარეობს, რომ ქვეყანაში ინფექციის იმპორტი თავიდან ავიცილოთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.