კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს დესპანი გახდა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია, გერმანიაში დესპანად დაინიშნა.
როგორც “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამსახურდია დესპანად 2019 წლის ნოემბერში დაინიშნა.
„მას აქვს ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება და შეირჩა ამ პოზიციაზე გერმანიასთან მისი კავშირების გათვალისწინებითაც“, – აღნიშნეს უწყებაში.