ბაგრატის ტაძრის გალავნიდან მოზარდი გადავარდა

ქუთაისში ბაგრატის ტაძრის გალავნიდან მოზარდი გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა და ფოტოებს იღებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და მოაჯირიდან გადავარდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, 13 წლის მოზარდს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება, მიმდნარეობს კვლევები და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც “რეგიონულ კვირას”შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს , საქმეზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები