მთავრობამ ბანკებისგან 80 მილიონი ისესხა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2020 წლის 28 იანვარს, 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 206 870 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.100 პროცენტით, მაქსიმალური 9.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.179 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 9.125 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.