ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო (ვიდეო)
ავღანეთში ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე პასუხისმგებლობა, რადიკალურმა დაჯგუფებამ, „თალიბანმა“ აიღო.
ტელეარხის Ariana News-ის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრების მტკიცებით, მათ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
საჰაერო ჰომალდი ავღანეთის ღაზნის პროვინციასთან, თალიბების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჩამოვარდა.
პირველადი ინფორმაციით, თვითმფრინავი ავიაკომპანია Ariana Afghan Airlines ეკუთვნოდა, თუმცა ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.
Tolo News-მა ვიდეოჩანაწერი, სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილიდან გაავრცელა, თუმცა ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
AP ასევე ჩანაწერზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარი შესაძლოა Bombardier E-11A-ზე იყოს, რომელსაც აშშ ავღანეთში რადიოელექტრონული დაზვერვისთვის იყენებს.
აშშ-ის სამხედრო სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინფორმაციას აზუსტებენ.