“ნებისმიერი გაუგებრობა, რომელიც შესაძლოა, კონგრესმენებსა და ჩვენს შორის არსებობდეს, უნდა იყოს განხილული არა წერილების, არამედ დიალოგის მეშვეობით”

ნებისმიერი გაუგებრობა, რომელიც შესაძლოა, კონგრესმენებსა და ჩვენს შორის არსებობდეს, უნდა იყოს განხილული არა წერილების, არამედ დიალოგის მეშვეობით,- ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონგრესმენების წერილები.

“ნებისმიერი კითხვა და საკითხი თუ იქნება ეს გაუგებრობა, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს ცალკეულ კონგრესმენებსა თუ ჩვენს შორის, უნდა იქნას განხილული არა წერილების, არამედ პირისპირ დიალოგის მეშვეობით. ჩვენ ამას გავაკეთებთ. არავითარი ზედმეტი დრამატიზება ამ საკითხის არ შედის ჩვენს ინტერესებში, ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის ინტერესებში. მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, კონგრესმენები წერილებში საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები