ერაყში აშშ-ის საელჩოსთან რაკეტები ჩამოვარდა – ვაშინგტონი ბაღდადს დიპლომატიური ობიექტების დაცვისკენ მოუწოდებს
ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რომლის დროს აშშ-ის საელჩოს შენობა დაზიანდა.
ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ადელ აბდელმეჰდიმ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალები ინციდენტის გამოძიებას შეუდგნენ.
სარაკეტო იერიშის დროს, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა.
მომხდარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა და ერაყს ქვეყნის დიპლომატიური ობიექტების დაცვისკენ მოუწოდა.