ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა

0

 

ბოლო მონაცემებით, “კორონავირუსის” შედეგად ჩინეთში 56 ადამიანი დაიღუპა, დაავადებულია 2 000-მდე ადამიანი.

ეპიდემიის გამო იზოლაციაში რჩება ქალაქი უხანი, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანების გარდა ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული.

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი მძიმე მდგომარეობის წინაშეა, ვინაიდან ვირუსის გავრცელების ტემპი იზრდება.

დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა საფრანგეთში, ამერიკაში, ტაილანდში, ჰონგ-კონგში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში.

კომენტარები

კომენტარი