სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ წერს, ამ რთულ პერიოდში საქართველო თურქეთის მოსახლეობის გვერდით დგას.
„თურქეთში მომხდარი მიწისძვრა საშინელი ტრაგედიაა. საქართველო თურქეთის მოსახლეობის გვერდით დგას ამ რთულ პერიოდში. სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს და ვუსურვებ სიმტკიცეს ადგილზე მომუშავე მაშველებს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ბოლო მონაცემებით, 24 იანვარს, თურქეთში მომხდარ 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 31 ადამიანი ემსხვერპლა.