სოზარ სუბარი: სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია

0

„სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია. თუ რაზე ლაპარაკობენ, ეს არის კონფიდენციალური, თუ ამის შესახებ არსებობს დათქმა და თხოვნა პატიმრის მხრიდან”,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა POSTV-ის თოქ შოუში “პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად” განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული განცხადებები, სრულიად შეუფერებელია რეალობასთან. მან მინიმუმ უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა დაიცვას თეა წულუკიანთან მიმართებაში.
„გამოაქვეყნეს განცხადება რომ დანაშაულია ჩადენილი, რომ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. მინიმუმ უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა დაიცვას ესეთ დროს სახალხო დამცველმა და დანაშაული არ უნდა უწოდოს. ეს არის აბსურდი, მანდ დანაშაულზე ლაპარაკი შეუძლებელია. იქ რომ ყოფილიყო მართლა მოსმენა მიყურადება, რა თქმა უნდა დანაშაულზე იქნებოდა ლაპარაკი. არაფერი აბსოლუტურად, სასჯელაღსრულების და მისი თანამშრომლების საქმიანობა არის კანონიერების ფარგლებში. ის რომ სახალხო დამცველი შედის ციხეში, ის რომ სახალხო დამცველი ხვდება კონკრეტულ პიროვნებას ეს არ არის კონფიდენციალური, ეს არ არის დახურული ინფორმაცია. ვინ გაავრცელა, თვითონ სახალხო დამცველის თანამშრომელმა დარეკა მედიაში, მეზობელმა დაინახა, თუ ციხის რომელიმე თანამშრომელმა, ამაზე ჰკითხონ ჟურნალისტებს”,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
​ის იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც თავად იყო სახალხო დამცველი და ამბობს, რომ ხვდებოდა ყველა პატიმარს, ვინც კი მასთან შეხვედრას ითხოვდა. მისივე თქმით, წინა ხელისუფლება მას მისი პოზიციების გამო, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა.

ვიდეოს ბმული:

კომენტარები

კომენტარი