გორში უამინდობის გამო კეთილმოწყობის სააგენტო მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა

გორის მუნიციპალიტეტში მოსული თოვლის გამო, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.

პირველ ეტაპზე ტექნიკური მარილი დაიყარა ხიდებზე, გზაჯვარედინებზე, შუქნიშნებთან, ასევე ქალაქის მთავარ ქუჩებზე, ვერხვების დევნილთა დასახლებაში და კვერნაკის სასაფლაოსთან მისასვლელ გზებზე.

სამუშაოები დღესაც გაგრძელდა. პარალელურად მიმდინარეობდა ტროტუარების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები