მარიამ ჯაში: კონგრესმენების წერილები მიუთითებს, რომ საგარეო ურთიერთობების კუთხით თანამშრომლობა გასაძლიერებელია

კონგრესმენების წერილები მიუთითებს, რომ საგარეო ურთიერთობების კუთხით თანამშრომლობა გასაძლიერებელია, – ამის შესახებ ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ოთხი კონგრესმენის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი წერილები საქართველოსთვის დამაზიანებელია.

„არასათანადო და არასაკმარისი ინფორმაცია ვერ იქნება არგუმენტი საგარეო პოლიტიკის ეფექტიანი მუშაობისთვის. აღნიშნული წერილები, თუნდაც ინდივიდუალური კონგრესმენების, მიუთითებს, რომ საგარეო ურთიერთობების კუთხით თანამშრომლობა გასაძლიერებელია, მით უმეტეს ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან, ასევე სისტემური და თანმიმდევრული კომუნიკაცია, რომ საგარეო პოლიტიკის კუთხით ქვეყანას მსგავსი უხერხულობები არ შეექმნას. ასეთი წერილები არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას აზიანებს, არამედ საქართველოსთვის არის დამაზიანებელი, განსაკუთრებით, როდესაც კრიტიკა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოდან ისმის“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ცნობისთვის, მაიკლ კარპენტერმა “ტვიტერზე” განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა კონგრესმენების წერილს სერიოზულად უნდა მიუდგეს. აშშ-ის კონგრესის ოთხმა წევრმა ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკაულიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნეს. წერილში კონგრესმენები დაღმავალი ეკონომიკური ტენდენციების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები