რატი იონათამიშვილი: სახელმწიფო კორუფციასთან ბრძოლის სფეროში ქმედით ნაბიჯებს დგამს

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე საუბრისას განაცხადა, რომ თითოეული საქმიანობა, რაც კორუფციის მინიმუმამდე დაყვანასთან და აღმოფხვრასთან არის დაკავშირებული, ეფექტურად მიმდინარეობს.

მისი თქმით, ვინც გაბედავს და კორუფციულ გარიგებაში ან დანაშაულში იქნება ეჭვმიტანილი, კანონის მკაცრი რეაგირება იქნება.

„სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის სფეროში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშებსაც გავეცნობით, ნამდვილად ეფექტურად მიმდინარეობს თითოეული საქმიანობა, რაც კორუფციის მინიმუმამდე დაყვანასთან და აღმოფხვრასთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, ეს მომავალშიც გაგრძელდება. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ხელშეუხებელი არავინ არ არის. ვინც გაბედავს და კორუფციულ გარიგებაში ან დანაშაულში იქნება ეჭვმიტანილი, კანონის მკაცრი რეაგირება იქნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, “კორუფციის აღქმის ინდექსით” საქართველოს შედეგი ორი პუნქტით გაუარესდა. კვლევას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” სამდივნო აქვეყნებს. 2019 წლის კვლევაში, სადაც 180 ქვეყანაა შეფასებული, საქართველო 44-ე ადგილზე გადავიდა. თუმცა ის 56 ქულით ევროპისა და შუა აზიის რეგიონის ლიდერ სახელმწიფოდ რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები