ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

გორში, კაფე მერცხალის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, 50 წლამდე მამაკაცი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული, რომელსაც თავის ქალის ტრავმა აქვს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
​როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები