გრიპის ვირუსის სიმპტომებით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 42 პაციენტი მკურნალობს

სეზონური გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობას 42 ადამიანი გადის, ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განაცხადა.
მისი განცხადებით, 29 მათგანი მცირეწლოვანია.
„ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება, სუნთქვის უკმარისობა, ყელის ტკივილი, მკურნალობას გადის 42 პაციენტი და მათგან 29 მცირეწლოვანია“, – განაცხადა ორჟონიამ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს. ამჟამად, საქართველოს ყველა რეგიონში ძირითადად A/H1p ცირკულირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები