ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას – საქართველოში ეწვია

დერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) საქართველოში ეწვია. მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ქეით ფიერონი ბლოკს და ნიდერლანდების დელეგაციას სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ახლოს მდებარე სოფელ ოძისში შეხვდა. ფიერონმა მისიის მანდატი, ოპერაციები და დაკვირვებები მიმოიხილა, სადაც ხაზი გაუსვა მისიის ხელშეწყობით ოპერირებადი ცხელი ხაზის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის ყველა მხარეს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებაში, ადგილზე უსაფრთხოების დასარეგულირებლად.

მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების ხელისუფლებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისადმი გაწეული მუდმივი წვლილისა და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.

ვიზიტის დროს ბლოკი ასევე მისიაში მომუშავე ნიდერლანდელ დამკვირვებლებსაც შეხვდა და მადლობა გადაუხადა მათ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რეგიონალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

”მე შეშფოთებული ვარ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარებით და მისი გავლენით ადგილზე მყოფ მოსახლეობაზე. ამ რიგად, მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისი როგორც სადამკვირვებლო მისიის გადამწყვეტი როლის შესრულებაში და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენაში”,- განაცხადა სტეფ ბლოკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები