გიორგი ვოლსკი: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სივრცეში საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი სამსახური ჩამოყალიბდა, შეთქმულთა გუნდი

“კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სივრცეში საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი სამსახური ჩამოყალიბდა, შეთქმულთა გუნდი. მათ თავიანთი ფუნქციები აქვთ და ამაში ხელფასს იღებენ”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება გარკვეულ მიზანს ემსახურება.

„რა თქმა უნდა, ისინი ფინანსური მხარდაჭერის შესაბამისად მოქმედებენ და „კრეატიულობას“ იჩენენ. ჯო უილსონი ერთი პერიოდი რუსეთის დროშით დადიოდა და სამკერდე ნიშანი ეკეთა, ახლა სხვა ინტერესები აქვს. საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება გარკვეულ მიზანს ემსახურება. აბა, როგორ შეიძლება, საქართველოს ირანთან მოკავშირეობა დააბრალო? – ჩინეთის თემა აქტუალური აღარ არის, რადგან მასთან ურთიერთობას თავად ესწრაფვიან. ევროკავშირის არაერთი ქვეყნის ლიდერი ჩავიდა ჩინეთში და ეს თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა. დამტკიცდა ისიც, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არავინ ეხმარება და ახლა ირანი დარჩათ. ამ ადამიანების მიზანია, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს წინააღმდეგ მომართონ, რადგან ისტერიკაში აგდებთ პერსპექტივა, რომელიც საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის განვითარებას უწერია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსნებეთ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, თბილისი ირანელი რეკრუტირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა, – ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Washington Free Beacon სტატიას რომლის ავტორი, ადამ კრედო, ოპოზიციის მხარდამჭერების – ჯო უილსონისა და ლუკ კოფის გარდა, ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის განცხადებებსაც ეყრდნობა.
კანდელაკი აცხადებს, რომ ალ-მუსტაფას, რომელიც დონალდ ტრამპმა 2020 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, საქართველოში უნივერსიტეტის სამი კამპუსი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები