ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებენ – 3 საკითხი, რომელზეც დეპუტატები პასუხს ითხოვენ
საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მისვლას ითხოვენ.
როგორც საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას სახელზე გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, დეპუტატებს ივანე მაჭავარიანისგან სამ საკითხზე აინტერესებთ პასუხის მოსმენა. კერძოდ:
1- საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.
2 -საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე ფინანსთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაცია და სამინისტროს პოზიცია;
3 – კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები.