ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინები გამორიყა
ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა.
როგორც “რეგიონულ კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტის უფროსმა განუმარტა, წელს, შავი ზღვის სანაპიროზე, მკვდარი დელფინის გამორიყვის 6 შემთხვევა დაფიქსირდა.
არჩილ გუჩმანიძის თქმით, გასულ წელს მსგავსი 200 მეტი შემთხვევა იყო, რაც სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარეობს.
“უნდა მოხდეს სერიოზული და სიღრმისეული კვლევა, თუ რა იწვევს დელფინების სიკვდილიანობას, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, ეს მსოფლიო პრობლემაა. ძუძუმწოვრების სიკვდილი სხვადასხვა ფაქტორიდან შეიძლება გამომდინარეობდეს, ეს იქნება ზღვის დაბინძურების, ნავიგაციისა თუ სხვა,” – განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ.