ირანში ისლამური სახელმწიფოს გუშაგთა კორპუსის რაზმის მეთაური მოკლეს
ირანში სახალხო რაზმის „ბასიჯის“ მეთაური, აბდოლჰოსეინ მოჯამი, პროვინცია ხუზესტანში, საკუთარ სახლთან მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ახალგაზრდა ჟურნალისტების კლუბი“ ავრცელებს.
მოჯამი დაუდგენელმა შეირაღებულმა პირებმა მოკლეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ბოროტმოქმედების დაკავება მოხერხდა.
სახალხო რაზმი „ბასიჯი“ მოხალისეთა ნახევრად გასამხედროებული ორგანიზაციაა, რომლის წევრები რელიგიური ნორმებისა და კანონების შესრულებას აკვირდებიან.
რაზმი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შემადგენლობაში შედის.
„ბასიჯის“ წევრების რაოდენობა, დაახლოებით, 3-4 მლნ ადამიანია.