ცესკო-ს დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის არჩევნებს დააკვირდება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 9 თებერვალს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ( საპარლამენტო) არჩევნებზე დამკვირვებლევს გააგზავნის. არჩევნებზე დაკვირვების თხოვნით ცესკო-ს აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიმართა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, მილი მეჯლისის არჩევნებს აზერბაიჯანში ცესკო-ს წარმომადგენლობითი დელეგაცია დაესწრება.
„დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან, ცესკო-ს თავჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე  და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი,ასევე ცესკო-ს სხვა წევრები“, – განაცხადა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები