სოფელ ფშაველში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მელიორაცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ნაურდლის მაგისტრალური არხის, №1 წყალგამანაწილებლისა და მისი განშტოებების სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 1600 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას სოფელ ჯუღაანის, სანიორეს, ართანასა და ნაფარეულის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს.

№1 გამანაწილებელზე და მის განშტოებებზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ვიწრო დიამეტრის ურდულები მსხვილი დიამეტრის ურდულებით შეიცვლება; ამავე ქსელზე დამატებით დამონტაჟდება ჰიდრანტები; მოეწყობა ლითონის მილი 1000 მეტრი. ჩატარებული სამუშოები ქსელში წყლის მართვას უზრუნველყოფს, შედეგად მუნიციპალიტეტში სარწყავი წყლის მიწოდება 500 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება. წყდა, ასევე დამატებით მოეწყობა დ=219მმ ლითონის მილი 1000 მეტრის მანძილზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები