ონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი კომანდლის თემში იმყოფებოდა

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა კომანდლის თემში.

ონიც მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.
სხიერის, ქორთის, ქრისტესის, კომანდლის, სომიწოს მოსახლეობამ პრიორიტეტად გზის რეაბილიტაცია დაასახელა, ხოლო სოფელ ხირხონისში სპორტული მოედნის მოწყობა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში კვლავ გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები