ერაყში აშშ-ის საელჩოსთან სამი რაკეტა ჩამოვარდა

ბაღდადში, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს, სამი „კატიუშას“ ტიპის რაკეტა ჩამოვარდა, საელჩოს კომპლექსში განგაშის სიგნალი ამოქმედდა.

BBC იტყობინება, რომ შენობაში მყოფ ადამიანებს დაუყოვნებლივ სამალავში ჩასვლისკენ ​ მოუწოდეს.

თავის მხრივ, ერაყის პოლიციაში Reuters განუცხადეს, რომ სამი „კატიუშა“ „მწვანე ზონაში“ მოხვდა, იქ, სადაც სამთავრობო შენობები და უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიებია განთავსებული.

გამოცემას წყარომ განუცხადა, რომ ორი რაკეტა, აშშ-ის საელჩოდან, 100 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები