“შეთანხმება მიღწეულია”- გორელოვკაში აქციის მონაწილეებისა და გუბერნატორის შეხვედრა დასრულდა

ნინოწმინდის სოფელ გორელოვკის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგენლებს, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატსა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს შეხვდა.

გორელოვკელები ამბობენ, რომ სადაო წყლის და სათიბების საქმეზე, სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

აქციის მონაწილეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის თქმით, შეთანხმება ადგილობრივ მოსახლეობასთან მიღწეულია.

“მოსახლეობის ინტერესები იქნება მაქსიმალურად განაწილებული, ყველას ექნება თანაბარი პირობები, ეს იქნება წყალი თუ საძოვრები,“- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანიც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები