მარნეულში შშმ პირთათვის ახალი პროექტი მზადდება
მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა 2020 წლის მუნიციპალური სოციალური პროგრამები წარადგინა. მერმა შეხვედრაზე შშმ პირებისათვის სხვადასხვა სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ზაურ დარგალის თქმით, დაწყებულია სოციალური პაკეტის განახლება, სადაც ასევე, შედის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სხვადასხვა სახის მომსახურეობა.
” პროგრამის ჩამოყალიბებას ვაპირებთ, შეიქმნება საბჭო და როდესაც შშმ პირი შემოვა განცხადებით, მოხდება ნათელი ოთახის მოწყობა, რომ თავი რეალიზებურად იგრძნონ საზოგადოებაში. ვმუშაობთ იმ კუთხით,რომ მოხდეს უფრო მეტი შშმ პირის დასაქმება. ასევე, ვაპირებთ პანდუსების გაკეთებას, რომ მათ გაადაადგილებაზე პრობლემა არ შეექმნათ ,”- განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას დარგალმა.